კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:48

ერთ დღეს ბებერ, ტოტებგაშლილ მსხალთან ორი ქამარში ნაჯახგაყრილი გლეხი გაჩერდა.

- ჰეი, მსხალო! - გასძახა დაფნამ - დახვდი სტუმრებს!

ამასობაში გლეხებმა ხელებზე დაიფურთხეს, მკლავები დაიკაპიწეს, ნაჯახები მოიმარჯვეს და ზედ ძირში შეუდგნენ ხის ჭრას.

- რისთვის შეურიგდი მწარე ხვედრს? - ნიშნის მოგებით ჰკითხა მურტმა, - სად გაქრა შენი უწინდელი სიამაყე?

- აღსასრულის დღე დაგიდგა, მსხალო, არ ცხრებოდა დაფნა, - შენი ფოთლები ვეღარ დაგვიჩრდილავენ მზეს.

სასიკვდილოდ დაჭრილმა მსხალმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და წაილუღლუღა.

  - ვგრძნობ, რომ აღსასრულის დღე დამიდგა, მაგრამ თქვენ ტყუილად ღვარძლიანობთ. რა იცით, თქვე უვიცებო, რომ გლეხები სახელოსნოში წამიღებენ მეჩუქურთმესთან და ხელმარჯვე ოსტატი ჩემი მყარი სხეულიდან არაჩვეულებრივ ქანდაკებას გამოთლის.

მსხალი არ შემცდარა - ქანდაკება, მართლაც, რომ მშვენიერი გამოვიდა. მისი სილამაზით აღტაცებული ხალხი ოსტატის და პატივისცემის ნიშნად დაფნის გვირგვინებითა და მურტის ყვავილწნულებით ამკობდნენ მას.

ასეთია დაფნისა და მურტის ხვედრი, - მუდამ დამტვრეული ტოტებით იცხოვრონ, რათა მათი ტოტებით ადამიანის ქმნილება შეამკონ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

შეიძლება დაგაინტერესოთ