კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 22 ივნისი 2026 02:39

ერთი კაცი დია გლახაკი იყო. დღე ყოველ ღმერთს გამდიდრებას ევედრებოდა. 

გამოხდა ხანი, და მას კაცს მუცლის ტკივილი და ყვანა დაემართა. რა კარში გავიდის, ტკივილი დაუწყის. აზომ შეწუხდა, მიწას გლეჯა დაუწყო. რა მიწა მოგლიჯა, ერთი ქილა ფლური ჰპოვა. 

მან კაცმან ღმერთს მადლი მისცა და თქვა: დიდად მოწყალ ბრძანდები, მაგრამ ვირემ კაცსა სისხლს არ დაანთხევინებ, არას მისცემო! 

- ეს არაკი ამისთვის მოგახსენე, რომ ლეონ ვირემდის სამჯერ-ოთხჯერ სიკვდილად არ წააყენე, არ მოეხმარე და აწ წყალობა უყავ! 

ლეონ უთხრა ჯუმბერს: 

- ძეო მეფისაო, ყრმა ხარ და მოხმარებას ჰგონებ, თვარა აწ დამკლა სრულიად. მტერი რა კაცსა მტერობით ვერას დააკლებს, დაემოყვრების და მით გაუსრულებს მტერობას.

სიბრძნე სიცრუისა   • • •    სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები   • • •   იგავ-არაკები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen