კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 05 ივლისი 2026 22:43

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

ივანე კრილოვი - სპილო და ფინია

ერთხელ სპილოს საჩვენებლად

ქუჩა-ქუჩა ატარებდნენ,

ამ საკვირველ სანახავით

მაყურებელს ახარებდნენ.


ახლოს ვერვინ მიეკარა,

ყველა ისე შეაშინა,

მაგრამ უცებ საიდანღაც

გამოუხტა ერთი ფინა.


გადიგრიხა კუდი, შეხტა,

გაწიწმატდა და გამწარდა

შეუღრინა, შეუყეფა

მაგრამ ზედ კი ვერ მივარდა.


გოშამ უთხრა: „რას მასხარობ?

უნდა გითხრა, მებრალები!

ვერ ხედავ, რომ ყურსა არ გიგდებს

და ტყუილად რად იღლები?


უპასუხა: „მეც კი ვხედავ,

რომ არ მაქცევს ყურადღებას

თვარა, ეს რომ არ ვიცოდე,

გავუბედავ განა ყეფას?!


რა მაკლდება, შორი-ახლოს

ასე ყეფით რომ მივსდიო?

ვინც შემხედავს, ასე იტყვის:

მარჯვეა და გულადიო!“

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen