კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 10 მაისი 2026 17:30
Advertisement

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

ივანე კრილოვი - გველი და კრავი

ქვის ქვეშ გველი იკლაკვნოდა,

ქვეყანაზე გულმოსული.

იქვე ახლოს კრავი სძოვდა

და უწმინდურს ეცა სული.


გამოძვრა და მიაშურა,

გვერდში არჭო შხამ-ისარა,

შხამი სისხლში გადავიდა

და მთელ ტანში დაუარა.


აცახცახდა სასიკვდილოდ

დაკბენილი ჭრელი კრავი

და გველს ჰკითხა: „რას მერჩოდი

და ან ცუდი რა გიყავი?“


უპასუხა: „არაფერი!

მაგრამ კბენა მე მაქვს წესად...

რა ვიცი, რომ არ მოდიხართ

სუყველა ჩემს გასასრესად?“


ვისაც გულში ბოროტების

მეტი სხვა რამ არ ჰქონია,

თუ სუყველა იმას არ მტრობს

სასიკვდილოდ, არ ჰგონია!

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen