კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 05:21

შეუდგა გრიგოლი ხანძთის შენებას წერაქვისა და ცულის გარეშე.

 - მუხლმოყრით წაიკითხეთ დავითის ფსალმუნები და უფლისადმი შეწევნის ლოცვა აღავლინეთ! - უბრძანა მოძღვარმა მოწაფეებს, ჯვარი გადასახა იქაურობას და ქვაღორღიანი კლარჯეთის მიწების დავაკება იწყო,

სამშენებლო იარაღები მათ ოპიზელმა მამებმა მისცეს, რადგან იმხანად  ამ მიდამოებში სხვა მონასტერი არ არსებობდა.

გრიგოლი თავად ხელმძღვანელობდა მშენებლობას და ამ საქმეში ჯერ კიდევ გამოუცდელ მოწაფეებს გულმოდგინედ ეხმარებოდა. პირველად მამებმა სენაკები და ერთი დიდი სასადილო ოთახი ააგეს. შემდეგ კი ხის ეკლესიის მშენებლობას შეუდგნენ.

სწორედ ამ დროს ბერი ხუედიოსიც გარდაიცვალა, რომელიც დიდი პატივით დაკრძალეს.

ახლა კი საძმოს გამრავლებაზე ფიქრიც შეიძლებოდა. მაგრამ გრიგოლი ფრთხილობდა, არ უნდოდა წინდაუხედაობის გამო საძმოში უკეთური შემოეშვა, ამიტომაც ისე არავის მიიღებდა, სათანადოდ რომ არ გამოეცადა; თუ შეამჩნევდა, რომ ახალმოსული უმანკო, მორჩილი და სიკეთისთვის მომართული ადამიანი იყო, სიხარულით დაიმოწაფებდა, უნდოს კი უარს ეტყოდა. ასე მოიყარეს ღირსეულმა და სათნო ადამიანებმა მის გარშემო თავი, რომლებიც დღითიდღე ემსგავსებოდნენ თავიანთ მოძღვარს, როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა იესო ქრისტეს.

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ