კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 05:22

ინათა. მზემ სხივი მოჰფინა ხანძთის ულამაზეს ბუნებას. ათვალიერებდა გრიგოლი იქაურობას და სიხარულს ვერ მალავდა, მოსწონდა ეს ადგილები მონასტრის ასაშენებლად.

ისღა რჩებოდა, ოპიზაში თავისი მოწაფეების წამოსაყვანად და კეთილ მასპინძლებთან დასამშვიდობებლად დაბრუნებულიყო. 

ოპიზაში კი მოუთმენლად ელოდნენ გრიგოლს და ყველამ გაიხარა, როდესაც მოძღვრის ბრძანებით ხანძთისკენ აიღეს გეზი.

ჰუედიოსმა სტუმრები პატივით მიიღო და სამონაზვნო ცხოვრებისთვის განმზადებული ადამიანები ასე დალოცა:

“თქვენ ხართ სიწმინდის ნაყოფი, სურნელოვანი ყვავილები, მშვენიერი ვარდნი. თქვენი ნახვით ჩემი გული სიხარულით აღივსო, რადგან მწამს, რომ თქვენი აქ მოსვლით აყვავდება ეს უდაბნო. მე კი აღვუთქვი უფალს, რომ აღსასრულამდე მარტო ვიქნები და ეს პირობა აუცილებლად უნდა შევასრულო. გრიგოლ, ელიასა და იოანეს მსგავსო. აქვე ახლოს გამოქვაბულია, წამიყვანე და იქ დამტოვე, რათა დარჩენილი სიცოცხლე მარტოობაში გავატარო. თქვენ კი, შვილებო, პირობა მომეცით, რომ ჩემს სიკვდილამდე ამ უდაბნოში ძმობას არ გაამრავლებთ.”

ვეღარაფერი შეჰკადრეს მოხუცს გრიგოლმა და მისმა მოწაფეებმა. ღირსი მამა გამოქვაბულში წაიყვანეს და იქ დატოვეს. თვალცრემლიანი ეთხოვებოდა გრიგოლი თავის სულიერ ძმას და ჭეშმარიტი სარწმუნოების მოამაგეს.

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ