კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 12:29

იმ დროისთვის ბერი ჰუედიოსი მეტად მოხუცდა და სიკვდილის პირას იყო. გარდაიცვალა იგი და იქაურობა ნელსურნელებითა და ანგელოზთა გალობით აივსო, რომლებმაც სიხარულით წაიყვანეს ბერი ჰუედიოსი ქრისტეს წინაშე.

მაშინ უფლის ნებით ქრისტეს მსახურ ძმათა რიცხვი მატულობდა.

გრიგოლი ზარმაცს ძმობაში არ იღებდა, არამედ ჯერ გამოსცდიდა ყოველგვარ სასიკეთო საქმეში და თუ ნახავდა, რომ ძმობაში მოსული ადამიანი წმინდა, მართალი, თავმდაბალი, ყოველგვარი კეთილი საქმისთვის მოწადინებული იყო, სიხარულით მიიღებდა.

ამიტომაც მისი ყველა მოწაფე მეტად კეთილშობილი იყო და ითვისებდნენ მის (გრიგოლის) სათნოებას.

ისინი ისე ემსგავსებოდნენ თავიანთ მოძღვარს, როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა ქრისტეს, რომელიც ამბობს: “მოწაფისთვის საკმარისია, მოძღვრის მსგავსი თუ იქნება”.

ასე სათნოებით ცხოვრობდნენ ისინი, ხოლო მატერიალურად მეტად უჭირდათ.

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ