კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2026 06:41

 

 

 

1. რატომ გადაწყვიტა ვარსქენ პიტიახშმა მაზდეანობის მიღება?

ა) სურდა რელიგიის შეცვლა;

ბ) უნდოდა სიმდიდრის მოხვეჭა;

გ) სურდა ძალაუფლების მოპოვება;


2. რა არის მაზდეანობა?

ა) ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მიმდინარეობა;

ბ) წარმართული სარწმუნოება;

გ) მაჰმადიანობა;


3. ვინ იყო ვარსქენ პიტიახში?

ა) ქართლის მთავარი;

ბ) საქართველოს მეფე;

გ) საქართველოს ელჩი;


4. საიდან ვიგებთ, რომ „შუშანიკის წამების“ ავტორი იაკობ ხუცესია?

ა) არქეოლოგიური გათხრებზე დაყრდნობით;

ბ) ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი;

გ) ამის შესახებ მემატიანე მოგვითხრობს;


5. ვინ შეატყობინა შუშანიკს, რომ ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა?

ა) აზნაურებმა;

ბ) ვარსქენის გამოგზავნილმა კაცმა;

გ) ეკლესიის მსახურებმა;


6. რამდენი შვილი ჰყავდა შუშანიკს?

ა) სამი ასული ერთი ვაჟი;

ბ) ორი ვაჟი ერთი ასული;

გ) სამი ვაჟი ერთი ასული;


7. ვინ არის აფოცი?

ა) პიტიახშის კარის ეპისკოპოსი;

ბ) პიტიახშის კარის მღვდელი;

გ) დიაკვანი;


8. პირველად ვინ მოინახულა სასახლიდან წასული დედოფალი?

ა) ვარსქენის ძმა ჯოჯიკმა;

ბ) იაკობ ხუცესმა;

გ) მეფე ვახტანგ გორგასალმა;


9. რატომ სთხოვდა იაკობ ხუცესი შუშანიკს, მისთვის ყველაფერი მოეყოლა?

ა) რათა აღეწერა მისი მოწამებრივი ღვაწლი;

ბ) რათა შური ეძია ვარსქენზე;

გ) რათა ყოველივე ხალხისთვის ეცნობებინა;


10. ვის ინტერესების დამცველია ვარსქენის კარზე მყოფი სპარსი?

ა) შუშანიკის;

ბ) ვარსქენის;

გ) სამეფო კარის;


11. რა არის ევანგელე?

ა) საკითხავი წიგნი;

ბ) ფსალმუნები;

გ) სახარება;


12. რა არის სენაკი?

ა) სადედოფლო ოთახი;

ბ) ქოხი;

გ) ოთახი;


13. ვის ადარებს მრისხანე ვარსქენს ნაწარმოების ავტორი?

ა) ლომს;

ბ) ვეფხვს;

გ) მგელს;


14. რატომ შეალეწა ჯოჯიკის ცოლს შუშანიკმა ღვინით სავსე ფიალა?

ა) იმიტომ, რომ ქალისა და მამაკაცის ერთად სადილობას ტრადიცია კრძალავდა;

ბ) იმიტომ, რომ შეურაცხყოფად მიიჩნია;

გ) იმიტომ, რომ ღვინის დალევა არ სურდა;


15. რატომ დაუყენა ვარსქენმა შუშანიკს მცველი?

ა) იმიტომ, რომ შუშანიკი არ გაქცეულიყო;

ბ) იმიტომ, რომ მასთან არავინ შესულიყო;

გ) იმიტომ, რომ დედოფლისთვის არაფერი შეეგზავნათ;


16. რატომ აგინებდა ეპისკოპოს აფოცს ვარსქენი?

ა) რადგან ის დედოფალს თანაუგრძნობდა;

ბ) რადგან ის ვარსქენს განიკითხავდა;

გ) რადგან შუშანიკს არ უბრუნებდა პიტიახშს;


17. რამდენჯერ დაარტყეს ჯოხი შუშანიკს

ა) ასჯერ;

ბ) ორასჯერ;

გ) სამასჯერ;


18. რატომ ვერ გაბედა დიაკვანმა შუშანიკის გამხნევება?

ა) ვერ მოასწრო;

ბ) ვარსქენს შეეშინდა;

გ) ხალხმა არ მისცა ნება;


19. როგორ მოახერხა იაკობ ხუცესმა ციხეში შესვლა.

ა) შეიპარა;

ბ) ვარსქენისგან ნებართვა აიღო;

გ) მცველს საჩუქარს დაჰპირდა;


20. რითი გაამშვენიერა და გააბრწყინა წმინდა შუშანიკმა ციხე?

ა) ჩირაღდნებით;

ბ) მორთო და მოკაზმა;

გ) სულიერი ქნარით;


21. რა არის მოგვობა?

ა) ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმდინარეობა;

ბ) წარმართობა, კერპთაყვანისმცემლობა;

გ) მუსლიმანობა;


22. რატომ გააგზავნა შუშანიკმა ავადმყოფი ქალი იერუსალიმში?

ა) იმიტომ, რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქად ითვლებოდა;

ბ) იმიტომ, რომ იქ შეიძლებოდა მისი დაავადების განკურნება;

გ) იმიტომ, რომ იქ დაესვენა;


23. რა არის „დავითნი“.

ა) სახარება;

ბ) საკითხავი წიგნი;

გ) ფსალმუნთა კრებული;


24. რატომ აღარ ნახულობდნენ შუშანიკს შვილები?

ა) მამის ეშინოდათ;

ბ) ეზარებოდათ;

გ) სარწმუნოების შეცვლის გამო დედის რცხვენოდათ;


25. რატომ გადაიფიქრა ვარსქენმა შუშანიკის კარდაკარ ჩამოტარება?

ა) ხალხის რისხვის შეეშინდა;

ბ) ეკლესიის რისხვის შეეშინდა;

გ) შეეშინდა. ვინმეს არ მოსწონებოდა და ცოლად არ ეთხოვა დედოფალი;


26. რატომ დასნეულდა ასე მალე დედოფალი?

ა) დაუღალავი ფიზიკური შრომისგან;

ბ) სუსტი აღნაგობის გამო;

გ) იმ მიდამოებში არსებული მკაცრი კლიმატის გამო;


27. როგორია, შუშანიკის აზრით, წუთისოფელი?

ა) ვარდივით მშვენიერი;

ბ) იასავით სუსტი;

გ) მინდვრის ყვავილივით წარმავალი და ცვალებადი;


28. რა იგულისხმება გამოთქმაში - "ნავთსადგური ქრისტეისი"

ა) სამოთხე;

ბ) ზეციური სასუფეველი;

გ) ჯოჯოხეთი;


29. სად ითხოვა შუშანიკმა დასაფლავება?

ა). საგვარეულო სასაფლაოზე;

ბ) იქ, საიდანაც პირველად გამოათრიეს;

გ) ეკლესიის ეზოში;


30. როდის გარდაიცვალა შუშანიკი

ა) 16 ოქტომბერს;

ბ) 17 ოქტომბერს;

გ) 18 ოქტომბერს;


პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ავტორი: ქეთევან ქურდოვანიძე

შეიძლება დაგაინტერესოთ

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen