I
მოხედა ღმერთმან წყალობით ქუეყანასა ამას და მოგჳვლინა ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ ნინო, დედუფალი ჩუენი, ვითარცა ბნელსა შინა მთიები რაჲ აღმოჰხდის და ცის კარი აღიღის, და მისა შემდგომად აღმოვალნ დიდი იგი მფლობელი დღისაჲ.
წმიდაჲ ნინო იყო მამით კაბადოკიელი და დედით კოლასელი. და ვითარცა იქმნა იგი წლისა ათორმეტისა, ღმრთისმოშიშთა მშობელთა მისთა - ზაბილონ და სოსანა - განყიდეს ყოველი მონაგები მათი და განუყვეს გლახაკთა და ასული თჳსი ღმერთსა შეჰვედრეს და მონაზონებისა ცხორებაჲ აღირჩიეს
სასომან ჩუენმან წმიდამან ღმრთისმშობელმან მოიჴსენა წილხუდომაჲ მისი ქართველთა ნათესავისაჲ. ამისთჳსცა განჰმზადა წმიდაჲ ნინო მოციქულად და გამოუჩნდა ღირსსა მას ძილსა შინა და ჰრქუა:
- წარვედ ქუეყანად ჩრდილოეთისა და უქადაგე სახარებაჲ ძისა ჩემისაჲ, და ჰპოო შენ მადლი წინაშე ღმრთისა, და მე ვიყო მფარველი და ჴელისამპყრობელი შენი.
ხოლო იგი ეტყოდა შეძრწუნებული:
- დედოფალო, ვითარ შესაძლებელ არს ეგე ჩემ მიერ? რამეთუ მე დედაკაცი ვარ უნდოჲ და უსწავლელი, ანუ რაჲ იყოს სასწაულად საქმისა ამის?
მაშინ წმიდამან მარიამ ჴელი მიჰყო ზედა კერძო ცხედარისა მისისასა მყოფსა მას რტოსა ვაზისასა და მოჰკუეთა და მისგან შექმნა ჯუარი და მისცა ჴელთა ქალწულსა მას და ჰრქუა:
- ესე იყოს მცველი შენი, და ამით სძლო ყოველთა წინააღმდგომთა შენთა, და წარემართოს ქადაგებაჲ შენი, და მე ვიყო შენ თანა და არა დაგიტეო შენ.
ესე რაჲ იხილა, განიღჳძა და აქუნდა ჯუარი ჴელთა მისთა.
წმიდამან ნინო მიიღო კურთხევაჲ და დაიწერა ჯუარი და წარმოემართა.
და ვითარცა მოიწია ეფესოდ, შეემთხჳა დედაკაცსა ვისმე პატიოსანსა და წარ ჩინებულსა, სახელით რიფსიმე, და განმზრდელსა მისსა - გაიანე. და კეთილად ჰმოძღურიდა და ასწავებდამათ მცნებათა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა.
წარმოემართნეს იგინი და მოიწინეს არეთა სომხითისათა, სადა-იგი რიფსიმე და გაიანე იწამნესსახელისათჳს ქრისტჱსა თრდატ მეფისაგან.
ხოლო ჟამსა წამებისა მათისასა იხილა ნეტარმან ნინო კუამლი სურნელოვანი, რომელი დაჰფარვიდა ცასა, და ერი ზეცისაჲ, რომელი შეიერთებდეს სულთა მათ წმიდათასა. და თქუა წმიდამან ნინო:
- იგინი იმარტჳლნეს, ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა.
და ესმა მას ჴმაჲ, რომელი ეტყოდა:
- ესრეთ იყოს წარყვანებაჲცა შენი, ოდეს ეკალი, რომელი შენსა გარემოს არს, იქმნას ვარდის ფურცელ და სულნელ შენ მიერ. ხოლო შენ აღდეგ და ვიდოდე აღმოსავალით!
II
მაშინ აღდგა და წარვიდა ნეტარი ნინო და, მო-რაჲ-იწია ზაფხული, აღმოვიდა მთათა ჯავახეთისათა და მიემთხჳა ტბასა, რომელსა ეწოდების ფარავნაჲ, და მუნ დაადგრა ორ დღე. და მიიღო საზრდელი მეთევზურთაგან და განძლიერდა და ადიდებდა ღმერთსა. კუალად იყვნეს მათვე ადგილთა მწყემსნი ცხოვართანი და მემროწლენი ზროხათანი, რომელნი არვეობდესმთათა ზედა სამწყსოთა მათთა.
ჰკითხვიდა მათ ღირსი ნინო ვინაობასა და სადაჲთობასა. ხოლო რომელთამე მიუგეს:
- ვართ მკჳდრნი ქალაქისა დიდისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ.
და ვითარცა ესმა ჴსენებაჲ მცხეთისაჲ, ფრიად ნუგეშინის-იცა და კუალად მიჰხედნა და იხილნა მთანი ჩრდილოჲსანი ჟამსა ზაფხულისასა სავსენი თოვლითა. შეძრწუნდა და ილოცვიდა. და მერე მიიღო ქვაჲ და დაიდვა სასთუნლად და მიწვა განსუენებად. და ვითარ მიიძინა, წარმოუდგამას კაცი ბრწყინვალე ხილვითა და მისცა წიგნი დაბეჭდული და ჰრქუა:
- აღდეგ და მიართუ წიგნი ესე მეფესა წარმართთასა მცხეთას.
და ვითარცა განიღვიძა ჩუენებისა მისგან, აღდგა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და მყოვარჟამ ილოცა. და ვითარცა სრულ-ყო ლოცვაჲ, იწყო სლვად.
და იყო დინებაჲ მდინარისა დასავლით კერძო. მიჰყვა ნეტარი ნინო წყალსა მას და მიემთხჳა გზათა ძნელთა და ფიცხელთა. და ნახნა ჭირნი დიდნი გზათა მათგან და შიშნი მჴეცთაგან, ვიდრე არა მოიწია, სადა-იგი იწყო წყალმან დინებად აღმოსავლეთით. მაშინღა იქმნა მოლხინებაჲ მისი, და პოვნა კეთილნი მოგზაურნი და შეემოყუასა მათ, და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, და მოიწია ქალაქად ურბნისად. იხილა მას შინა ერი უცხოჲ, უცხოთა ღმერთთა მსახური, რომელნი ცეცხლსა და ქვათა და ძელთა თაყუანის-სცემდეს.
დღესა ერთსა წარემართნეს სიმრავლენი ერთანი ქალაქით ურბნისით ქალაქად სამეუფოდ მცხეთად თაყვანის-ცემად ღმრთისა მათისა არმაზისა.
წარვიდა მათ თანა ნეტარიცა ნინო.
და ვითარცა იყო ხვალისა დღე, დასცეს საყჳრსა და აღიძრა სიმრავლჱ ერისაჲ ურიცხჳ, ფერად-ფერად შემოსილნი, და გამოვიდოდეს ქალაქით. შემდგომად მცირედისა იწყო ერმან მორიდებად გზისაგან, და გამოვიდა დედოფალი ნანა, და შეამკვნეს ფოლოცნი თჳთოსახითა სამოსლითაყუავილთა თანა და სულნელთა. ამისა შემდგომად გამოვიდა მეფე მირიან ებნითა და ქნარითადა ხმითა ნესტჳსაჲთა და მრავლითა სახიობითა.
ნეტარი ნინო ჰხედვიდა საკჳრველებასა მას მეფეთა და ერისასა. და კუალად საზარელადსაოცრებასა მას კერპისასა განიცდიდა, რამეთუ დგა კაცი ერთი სპილენძისაჲ და ემოსა ტანსა მისსა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და თავსა მისსა აქუნდა ქვაჲ ბივრიტი და იაკინთოჲ, ხოლო აქუნდა ხრმალი, რომელი ვითარცა ელვაჲ საზარელად იქცეოდა ჴელსა მისსა. ხოლო მარჯუენით მისა დგა კაცი ოქროჲსაჲ, და სახელი მისი – გაც, და კუალად მარცხენით მისა დგა კაცი ვეცხლისაჲ, და სახელი მისი – გაი
იხილა რაჲ ესე ყოველი ნეტარმან ნინო, აღიპყრნა ჴელნი ზეცად და ცრემლით ევედრებოდა და იტყოდა:
- უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, აჩუენე ძლიერებაჲ შენი და ყავ სასწაული...
და ვითარცა სრულყო ლოცვაჲ, მეყსეულად გამოჩნდა დასავალით ღრუბელი ბნელი და ქარი ძლიერი. და იქმნეს ქუხილნი სასტიკნი, და ხმანი საზარელნი, და მეხისტეხანი შესაძრწუნებელნი. მეფე და მთავარნი და ერი იგი, ლტოლვილნი საშინელებისა მისგან, ურთიერთას დასთრგუნვიდეს და თითოეული სახიდ თჳსა მირბიოდეს. ხოლო კერპთა მათ ზედა მოიწეოდა სეტყუაჲ, ვიდრემდის სრულიად დამუსრნა და დააწულილნა ვითარცა მტუერნი.
ხოლო ვითარცა იქმნა მყუდროება და განწმდა ჰაერი, გამოვიდა სიმრავლჱ ქალაქისაჲ ხილვად ადგილისა მის და ძიებად ღმერთთა მათთა, რომელთა ყოვლად არა ჰპოებდეს. და ვითარცა ცნობამიღებულნი, ურთიერთას განკჳრვებულნი ხედვიდეს.
სანატრელმან წმიდამან ნინო დაყო ექუსი წელი [მაყულოვანსა მას შინა] და ჰყოფდა ფარულად კურნებათა მრავალთა.
და მიიწია ამბავი ესე წინაშე დედოფლისა. და ვინაჲთგან იგიცა ბოროტითა სენითა შეპყრობილ იყო, მეფობისა პატივი დაუტევა და მიიწია წმიდისა მის.
მაშინ ნეტარმან ნინო ილოცა და ყოვლითურთ განკურნებული წარავლინა სახიდ თჳსად.
დედოფალი ნანა დაემოწაფა ღირსსა ნინოს სხუათა თანა წარჩინებულთა მხევალთა მისთა.
და იქმოდა წმიდაჲ ნინო ურიცხუთა კურნებათა და ქადაგებდა ღმერთსა ჭეშმარიტსა.
ჰგონებდა მეფე, ვითარმედ ნინოს კურნებისა ძალსა მიანიჭებდეს კერპნი: არმაზ და ზადენ.
ხოლო ნეტარმან ნინო თქუა:
- არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი და მით იქმნებიან სასწაულნი ესე და კურნებანი.
შემდგომად მცირედთა ჟამთა წმიდამან ნინო განკურნა დედოფლისა დედისა ძმაჲ, მრავალთა წელთა ვნებული.
ხოლო ცნა რაჲ მეფემან, ვითარმედ ქრისტესა ათაყუანა მთავარი იგი, განრისხნა და ბორგდაფრიად ნინოჲსთვის და ნანა დედოფლისა. და აღდგა და განვიდა ნადირობად და იტყოდა:
- შემო-რაჲ-ვიქცე, შური ვიძიო მათგან შეურაცხებისათჲს ღმერთთა ჩემთაჲსა.
III
და იყო: დღესა ერთსა ზაფხულისასა, თთუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხრანით კერძო და მოუხდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყვარული კერპთა და ცეცხლისა. და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახვილითა მოწყვედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქვა მეფემან ოთხთა თანამზრახველთა მისთა:
- ღირს ვართ ჩვენ ღმერთთა ჩვენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშვით ჩვენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქვეყანასა ჩვენსა, რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკვირველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯვარცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა, ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯვარცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყვარული მისი და სხვათავე თანა წარვწყმიდო იგიცა.
და დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანამზრახველთა მათ , რამეთუ მხურვალედუდებ ვიქმნენით – გავზარმაცდით.იყვნეს იგინი საქმესა ამას და ნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებად.
ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რაჲთამცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ, განვიდა თხემსა მთისასა.
მაშინ განგებითა ზეგარდმოჲთა მეყსეულად ბნელითა შეპყრობილ იქმნა. და ჴმობდა იგი მონათა მიმართ და მთავართა, ვითარმედ:
- დაბნელდეს თუალნი ჩემნი, ხოლო თქუენ ხედავთა ნათელსა?
ხოლო იგინი ეტყოდეს:
- ბრწყინვალედ ვხედავთ ჩუენ ნათელსა მზისასა.
ჰრქუა მათ:
- ევედრენით ზადენს და არმაზს, რაჲთა განმინათლოს მე.
ხოლო ყოველნი იგი ერთობით ჴმობდეს სახელსა მათსა და არარაჲ სარგებელ ეყო მას.
და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთსა ადგილსა და წარეწირა სასოება ცხოვრებისა მისისა. და ვითარცა მოეგო თავსა თვისსა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა თვისსა:
„აჰა ესერა, ვხადე ღმერთთა ჩემთა და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინება. აწ, რომელსა-იგი ქადაგებს ნინო ჯვარსა და ჯვარცმულსა და ჰყოფს კურნებასა მისითა მოსავობითა, არამცა ძალ ედვაა ხსნა ჩემი ამის ჭირისაგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქვეყანისათჳს იქმნა დაქცევა ესე, ანუ თუ ჩემთჲს ოდენ იქმნა. აწ, თუ ოდენ ჩემთვის არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოჲსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩვენე საყოფელი ჩემი და გამომიბრწყინვე მე ნათელი, რაჲთა აღვიარო სახელი შენი და აღვმართო ძელი ჯვარისა და თაყვანის ვსცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა. და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“ .
ესე რაჲ თქუა, ყოვლად სახიერმან მან და მოწყალემან ღმერთმან გამოაბრწყინვა ნათელი მის შორის და მსწრაფლ სიბნელისა მისგან განთავისუფლდა მირიან. მეყსეულად აღდგა და აღიპყრნა ხელნი აღმოსავლით, ღაღად-ყო და თქუა:
- შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის. და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან ცასა ქვეშე და ქვეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესერა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა ხსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო! ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იხსენებოდის საქმე ესე და სასწაული უკუნისამდე.
და დაისწავა ადგილი იგი და წარმოემართა. იხილეს ნათელი და მოერთო ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა:
- მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება, რამეთუ იგი არს საუკუნითგან ღმერთი და მას მხოლოსა შვენის დიდება უკუნისამდე!
ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდა მიგებებად მეფისა, რამეთუ ესმა პირველ წარწყმედა და კვალად მოსლვა მშვიდობით, და მიეგებოდეს ქინძარას და ღართას .
ხოლო ნეტარი ნინო დადგრომილ იყოლოცვასა მწუხრისასა მაყვლოვანსა მას შინა, ჩვეულებისაებრ მისისა, ჟამსა თვისსა, და ჩუენ მის თანა ორმეოცდაათი სული. და იყო, ვითარცა შემოვიდა მეფეჲ, იძრვოდა ყოველი იგი ქალაქი და ხმითა მაღლითა ღაღადებდა მეფეჲ და იტყოდა: „სადა უკუე არს დედაკაცი იგი უცხოჲ, რომელი არს დედაჲ ჩემი და ღმერთი იგი მისი - მხჴსნელი ჩემი?“
და ვითარ ესმა, ვითარმედ აქა მაყვლოვანსა შინა არს და ილოცავს, მოდრკა მეფეჲ და ყოველი იგი ლაშქარი.
გარდახდა მეფე ცხენისაგან და ეტყოდა ნინოს:
- მოციქულო ჭეშმარიტისა ღმრთისაო, რომელსა შენ ჰქადაგებ, მას ვესავ!
- აწ ღირს ვარ სახელისდებად სახელსა ღმრთისა შენისასა და მჴსნელისა ჩემისასა.
ხოლო წმიდა ნინო ასწავებდა და ეტყოდა მსწრაფლ თაყვანისცემად აღმოსავლით და აღსარებად ქრისტეს, ძისა ღმრთისა. მაშინ იყო გრგვინვა და ტირილი ყოვლისა კაცისა, ოდეს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა ცრემლოვანთა.
და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად მირიან მეფემან წინაშე კონსტანტინე ბერძენთა მეფისა და წიგნი ნინოსი ელენე დედოფალსა წინაშე. და აუწყეს ესე ყოველი სასწაული ქრისტესმიერი, რომელი იქმნა მცხეთას შინა მირიან მეფესა ზედა, და ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლისღებისათჳს.
ხოლო წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელადდა უჩვენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა. ამისა შემდგომად ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან შვილითურთ მათით და ყოველთა მთავართა და ურიცხუმან სიმრავლემან ერისამან.
IV
ესრეთ სრულყო რაჲ ქადაგებაჲ ჭეშმარიტებისაჲ და აღასრულა სრბაჲ ღუაწლისა თვისისაჲ,ეუწყა სულისაგან, ვითარმედ დაუტეობს სოფელსა ამას და მივალს უფლისა.
და მიწერა წიგნი მეფისა და მისცა დედოფალსა კახეთისასა სუჯის, რომელსა წერილ იყო ესრეთ: „აჰა, ესერა მე მოვლე სანახები ქართლისაჲ, ადგილნი მთათა და ბართაჲ, და აღვასრულე სახარებაჲ ჩემი. შეიწყნარეს ყოველთა ქადაგებაჲ ჩემი, და მისცნეს კერპნი მათნი ცეცხლსა დასაწუველად და მოიქცეს ცთომათა მათთაგან, და მოიღეს ნათელი და თაყუანის-ცემაჲ წმიდისა ჯუარისაჲ. მეფეო, დღეთა შენთა მოხედა ღმერთმან ქუეყანასა ამას, ნაპრალსა ჩრდილოჲსასა,რომლისა მთანი დაეფარნეს ნისლსა ცოდვისასა და ველნი - ალმურსა ცთომისასა, ვინაჲცა დღე - ღამედ და ნათელი - ბნელად.
აწ ვითარცა ერთი სოფლად შემოსრულთაგანი, მოვაკლდები ცხორებასა ამისგან. მოაშურევით ჩემდა წმიდაჲ მამამთავარი, რაჲთა წარმგზავნოს დას მომცეს აგზალი სულისა ჩემისაჲ. მოიწია ჟამი დღისა დალევნისაჲ და მზისა ჩემისა დავსებისაჲ, რამეთუ არათუ დღე და მზე შეიცვალებიან წესთა ზედა მათთა, არამედ მე დღესა დაუღამდები და იგი ჰგიეს უკუნისამდე. არამედ ყოველსა ზედა დიდებულ და კურთხეულ სახელი წმიდასა სამებისა, ამენ“ .
წმიდამან ნინო ნამუშაკევი თვისი წმიდასა ღმრთისმშობელსა შეჰვედრა და სავსემან დღითა კეთილითა დაიძინა. ნანდვილვე ესრეთ იყო წარყვანებაჲ მისი: ეკალი, რომელი იყო გარემოს მისა, იქმნა ვარდის ფურცელ და სულნელ მის მიერ.
დაჰკრძალეს იგი ფრიადითა პატივითა და დიდებითა. და აღაშენა ზედა ლუსკუმასა მისსა მეფემან ტაძარი ფრიად შუენიერი.