კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 23:31

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - გუგული და მამალი

- შენი ყივილის ჭირიმე,

რა კარგად გალობ, მამალო!

ნეტავ სულ შენთან მამყოფა,

ყური დაგიგდო მალ-მალო!


- შენ რაღა ჩემზე ნაკლებ ხარ?

მაგას რას ამბობ, გუგულო?!

ვინ დაგიწუნებს გალობას,

თუ არ უგრძნობი, უგულო?


- რას ამბობ, ვინ მაღირსებდა,

რომ შენისთანა მეც ვიყო?

ერთ რამედა ღირს, მერწმუნე,

შენი  მაღალი  “ყიყლიყო”!


სამოთხის ჩიტის გალობა

შენთან რა გასამხელია?!

ვისაც არ ესმის, იცოდე,

უმეცარი და ხელია!


- კი, მაგრამ შენსას არ იტყვი?

რითი გჯობია ბულბული?

“კაფე, კაფეო!” რომ ჰკივი,

თან მიგაქვს სული და გული!


ასე ამკობდნენ ერთმანეთს

მამლაყინწა და გუგული,

და ყურს უგდებდა მათ ტრაბახს

ჭივჭავი გაკვირვებული.


უთხრა: “რას ამბობთ, მოგცლიათ?

გინდ ჩაიხლიჩოთ ყელიო,

ღმერთმა ხომ იცის, არა ხართ

არც ერთი მგალობელიო!”


მამალი ამკობს გუგულსა,

გუგული აქებს მამალსო, -

ამით ერთმანეთს ორივე

უხდიან სესხსა და ვალსო.

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

შეიძლება დაგაინტერესოთ