კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 10 მაისი 2026 17:28
Advertisement

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - მელა და ვირი

მელია შეხვდა დიდყურას

და უთხრა: "ნათლი–ჯალაბო!

რა კაი გუნებაზე ხარ!..

საიდან მოჩანჩალობო?"


ვირმა მიუგო: "ნათლიავ!

ლომთან ვიყავი, ვნახეო

მისთანა შენს მტერს, რაც იმას

დღეს დასდებია სახეო!


"დაბერებულა, სნეულობს!

აგდია ცოცხალ–მკვდარიო!

წასვლია ის დრო, რომ გვქონდა

მისი შიში და ზარიო.


"პირდაპირ მიდის სუყველა

ამოსაყრელად ჯავრისო!

ზოგი ურქენს და ზოგი ჰკბენს

და ზოგიც წიხლებს აყრისო"


მელიამ უთხრა: "შენ მაინც

ვერაფერს გაჰბედავდიო!"

- მე ვითომ სხვებზე ნაკლე ვარ?

მე რაღად დავზოგავდიო?


ჩემი ძალა და სიმარდე

ახლა კი გავაცანიო,

ვკარი და ვკარი წიხლები,

ავუწვი ზურგის კანიო!


"ჰე, ვაგრძნობინე თუ არა

ვირის წიხლები მის გვამსო?

წავიდეს, ჩემიც იქა სთქვას,

სადაც თავისი უთქვამსო!"

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen