კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 06 აპრილი 2026 13:35

მამა და შვილი შემოსული ყანის პირას იდგნენ.

შვილი დააცქერდა თავთავებს და მამას ჰკითხა: - მამილო, ეს რისგან არის, რომ ზოგს თავი ძირს დაუხრია, ზოგს კი ზევით აუშვერიაო?

მამა უპასუხა:

- რომელი თავთავიც სავსეა მარცვლებით, თავი დაუღუნავს, ცარიელს, ფშუტას კი, თავი აუშვერიაო.

- ჰო, ახლა კი მივხვდი, ჩემი უვიცი ამხანაგი ცხვირს მაღლა რად იწევსო, - თქვა შვილმა.

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

შეიძლება დაგაინტერესოთ