კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 00:35

ზაფხულის ცხელი დღე იყო.

სოფელში სამი დაღლილი მგზავრი შემოვიდა და წყაროს მიადგა.

პირველი მგზავრი პირქვე დაემხო და მოუთმენლად დაეწაფა ყინულივით ცივ წყალს. წყურვილი რომ მოიკლა, იქვე ბალახზე წამოწვა.

ვერც მეორე მგზავრმა მოითმინა წყურვილი. წყალი დალია და იქვე გაიარ-გამოიარა.

მესამე მგზავრმა კი წყურვილს სძლია. ჯერ დაისვენა და მხოლოდ ამის შემდეგ დალია წყალი.

პირველ მგზავრს იმავე ღამეს ფილტვების ანთება დაემართა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

არც მეორეს დაადგა უკეთესი დღე.

მხოლოდ მესამე მგზავრი გრძნობდა თავს კარგად.

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

 

შეიძლება დაგაინტერესოთ