კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 12:18

 

 

იყო ერთი საოცრად ძუნწი კაცი. ერთხელ უთხრეს:

- ამა და ამ ადგილას შენზე უფრო ძუნწი კაცი ცხოვრობსო.

ადგა ეს ძუნწი და სტუმრად ეწვია იმ უცნობს. 

მასპინძელმა სტუმარი შინ შეიპატიჟა, ლამპა აანთო და ოჯახის წევრები გააცნო.

შემდეგ კი, როცა სასაუბროდ დასხდნენ ამ ძუნწმა ლამპა ჩააქრო: ნავთი რაზე დავხარჯოთ ტყუილად, ლაპარაკს ბნელშიაც შევძლებთო. 

მართლაც, დიდხანს ილაპარაკეს. დაძინების წინ კი ძუნწმა მასპინძელმა ლამპას მოუკიდა. ხედავს, რომ სტუმარი ტანთ იცვამს, გაუკვირდა და ჰკითხა:

- რატომ გაიხადე ტანსაცმელიო?

- ბნელში ვინ დამინახავდა და ტყუილად რაზე გამეცვითაო, - მშვიდად უპასუხა სტუმარმა ძუნწმა.


 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ქართული ხალხური ზღაპრები • • •  ქართული ხალხური ზღაპრები

შეიძლება დაგაინტერესოთ