კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 06:48

 

 

370

 

გულმან მითხრა: ადეო! რაღათ მაიცადეო?

თუ არა იქ, ვით იქნას, რაც რომ დაიქადეო?

ჯერ რაც უფალთ ყალანი გედვას, გარდიხადეო;

სთხოე, ძალა მან მოგცეს, ვისგანც დაიბადეო,

კვლავ წადი და განხეთქე მტერთ მახე და ბადეო;

მას კაცს, ღვთისა საყვარელს, მიჰყევ, თავი ანდეო,

ვისაც დავით ხადოდეს, უფლად შენ მას ხადეო!

 

371

 

აადეო, ადეო! გულით მაიწადეო!

შორს ახლიხარ საყვარელს, ახლოს განემზადეო:

სახე მისი, სურათი თვალწინ მაილანდეო,

მის წინ ასე სტიროდე, იქ მას შაებრალდეო!

თუ გწადს, შენსა საყვარელს გულით შეუყვარდეო,

შენთვის ლახვრით დაჭრილსა სისხლსა ცრემლით ბანდეო:

ეგ რაც დავით გასწავლა, ზედ წამალი ადეო!

 

372

 

განაგდეო, დადეო, ნუ სულ ავსა გაზდეო;

დამორჩილდი უფალსა, ხადე, უღაღადეო;

სული, გული მუსვრილი ღვთის წინაშე დადეო!

საყვარელი გიყვარდეს, სხვას ნურავის დაზდეო,

მის გაყრასა, ნუ იტყვი, რაგინდ თავს აწამდეო,

თორემ დიაღ გიძულებს, შენ რომ სხვასა ყვანდეო,

დავითისა მცნებაზე დადექ, არ გარდახდეო!

 

373

 

აჰხადეო ბადეო, თვალთა მიეც ანდეო,

სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ გიყვარდეო!

ქრთილის პურის ქერქშია შიგ თათუხი ჩავდეო!

ქერქი გაფრცვენ, განაგდე, შიგნით გულს-კი სჭამდეო.

მე ეს ხიდი სავლელად დიაღ სწორეთ გავდეო,

შენ თუ მრუდად გაივლი, მე რა წყალში ვვარდეო!

დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.

შენ თუ მრუდედ გაივლი, მე რა წყალში ვვარდეო!

დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.

დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ