კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:19
Advertisement

 

 

374

 

სავარგონია, მგონია, ეს სიტყვა გასაგონია;

ბაღ-წალკოტისა მოქმედთა ვარდი დათესონ, რგონ ია.

თუ სნეულებას უფრთხოდე, ჭამე, სვი, შესარგონია;

თავს გაუფრთხილდი, არ უყო საქმენი ურიგონია;

დალივე საბრძნო წამალი, დაღვარე საშმაგონია;

ღვთად ნუ გრწამს გამობერილი დასია, ბილ, დაგონია;

ის გრწამდეს, ვინც რომ დაგბადა, მოგცა ჭკუვა და გონია,

მას სთხოვე, ყველა მან მოგცეს, არს შენი რაც სარგონია!

შორს წამსვლელი ხარ, მზად გაქვნდეს ნუზლი და საბარგონია,

დავითის მცნება ისმინე, განაგე გასაგონია!

 

375

 

ეს არ ჭორია, სწორია, რაც სიტყვა გითხარ ორია.

ქვად არა-წმინდათ მცონარი თქმულა კამბეჩის სკორია;

უქმად ბევრისა მჭამელი გაუმაძღარი ღორია;

ყურ-მძიმე, ლაფში დააფლული, ზანტი, უღონო ჯორია,

თუ ჩაწვა, ძნელად ადგების, თავშიც რომ სცემო ტორია.

ვერ მქნელი, დიდთა მეტყველი ენითა, ვით რიტორია,

დაეზარების წასვლასა, რაგინდ არ იყოს შორია.

ძალ-მოკლებულ არს მცონარი, ვითა მდინარე მდორია:

მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორია.

მხნე იყავნ და განძლიერდი, დავითს რაც უთქვამს, სწორია!

მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორია,

მხნე იყავ და განძლიერდი, დავითს რაც უთქვამს, სწორია!

მხნე იყავ და განძლიერდი, დავითს რაც უთქვამს, სწორია!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen