კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 07:04

 

 

398

 

ხმა მესმა ძილსა შინაო: "რას ხვრივ, რასა ფშვინაო!

აქ რას უწევხარ საძილოდ, რატომ არ წახვალ შინაო!"

ფეხი წამომკრა წყნარადა, ჯოხითა დამაშინაო:

რატომ ვერ ბედავ წასვლასა, აგრე რამ შეგაშინაო?

 

399

 

დამაწვენელმან აქ შენმან აქ აღარ დაგაწვინაო;

მასთან გიბრძანა დაწოლა, ვისთანაც გაქორწინაო,

ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!

მასთან გიბრძანა დაწოლა, ვისთანაც გაქორწინაო.

ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!

ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!"

 

400

მძინარეს ასე მეგონა, ცხადია, - არ სიზმარია;

ვსთქვი, თუ: ტყვე ვინმე მოსულა, ჩემსავით პატიმარია.

მე უთხარ: თუ რამ შაგეძლოს, შენს თავსა მოეხმარია,

არ გეშინიან, გზა იცი, შენ წადი, მე კი მარია!

 

401

 

მე მითხოვნია ღვთისათვის, რაც ჩემი სათხოვარია:

აწ ჩემი წინამძღომელი არს ქრისტე მაცხოვარია,

მან მწყემს-კეთილმან მომნახოს მე წარწყმედილი ცხვარია,

შენ ვერ გენდობი, ვერ გიცნობ, არ ვიცი ვინა ხარია!

 

402

 

მან მითხრა: ვისაც შენ ამბობ, შენზედ წყალობა მისია;

შენად ჯოხითა საცემრად მე იმან გამომისია.

მან ბრძანა: ფარეხთ გარეთა რად დაგდებულა ისია,

რად არ ეშინის მგელთაგან, ღამეა, განა დღისია?!

 

403

 

მე უთხარ: თუმცა აგრეა, კაცი ყოფილხარ წმინდაო,

ოღონც ამდენი მაცალე, ვიშოვნო ქალმან-წინდაო,

ფეხთა ჩავიცვამ, წამოვალ, აქ ყოფნა მე არ მინდაო!

დუმნა, აღარა მითხრა-რა, დითხანს ხმა გაიკმინდაო.

 

404

 

ერთი ეს კი თქვა: არ ვიცი მე შენის ქალმან-წინდისა,

გზას გაძლევს ცრემლნი მოყვასთა, უკან ძმისა და წინ დისა;

ჩემგნით ეგ იყო მოთხრობა, ნიშნად მოცემა წინდისა!

თუ მიენდობი, დაგფარავს მადლი სულისა წმინდისა!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ