კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:19
Advertisement

 

 

444

 

ღმერთო, მომხედე, ვედრება მისმინე, გამიგონეო!

მუხლ-მოღებულვარ, არ ძალმიცს აქედამ დაძვრის ღონეო;

ცოდვის მუხრუჭით შეკრულსა მომიშვი, მომიფონეო,

მერმე შენ გზაზე მიმიძეღვ, სად გინდეს, წამიყონეო!

 

445

 

იესო წყემსო კეთილო, ჩემებრ წარყმენდილთ მპოველო.

ჩავარდი ცოდვის ხნარცვშია, ვსცადე და ვერ ამოველო

ბრძანე: "ძის თხოვნით მამასა სთხოვე, რაც გინდეს, მთხოველო",

ვითხოვ, შემინდევ ცოდვანი, როს მკვდარი განმაცხოველო.

 

446

 

აწ ნება შენი ჩემზედა აღსრულდეს აღსასრულითა.

მინდა და ვეღარ დავძრულვარ ძალთაგან განასულითა;

თუ მიხსნი, ისევ გმსახურო ქრისტიანისა სჯულითა,

თუ არა, მომკალ ხორცითა, ოღონდ ნუ წამწყმენდ სულითა!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen