კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 18:05
Advertisement

 

 

 

ქალ-ქალწულმან მარიამ წმინდად თავი ატარა;

ყოვლის კაის საქმითა თავი ღმერთსა აყვარა.

ოცდახუთს მარტს გაბრიელ ანგელოზმან ახარა,

ზეგარდამო მოკითხვა ჰრქვა: ყრმა შვაო პატარა!

ქალწულს ძნიად აღუჩნდა, შეკრთა, განასადარა:

"მამაკაცი არ ვიცი, ეგ მოხდების რაგვარა?"

მან რქვა: "სულის წმიდითა ძალ-მაღლისამ დაგფარა!"

კვლავ ქალწულმან მადლობით ღმერთსა ხელი შეყარა:

"სიტყვისაებრ შენისა მეყავნ", - სხვა არა თქვა რა.

ვსთქვათ იმ ყრმისა შობითა დაგვემართა სარფა რა.

გაიზარდა აწ ყრმა რა, სცა და კერპნი გაყარა,

თვით შეგვექნა ღმერთადა, დაგვიცო და დაგვფარა,

განიყიდა, ჯვარს ეცვა, ჩვენთვის სისხლი დაღვარა.

რასაც ვალით დაგვიხსნა, მის ვახშს გვთხოენ აღარა.

განიყიდა, ჯვარს ეცვა, ჩვენთვის სისხლი დაღვარა,

რასაც ვალით დაგვიხსნა, მის ვახშს გვთხოენ აღარა.

რასაც ვალით დაგვიხსნა, მის ვახშს გვთხოენ აღარა.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen