კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 07:11

 

 

1

 

აღდგა ქრისტე და აღმოიყვანა ადამიანი!

ბრალეულები, ბნელშიგან ბმულნი, ბორგლინიანი!

ალილუია, ალილუია, ალილუია!

 

2

 

გვერდ განგმერილმან გვაპკურა სისხლი, გვყვნა გრილოვანად,

დამღერდეთ დაბდაბს, დავითს დურდუკს, დიდ-დიდროანად,

ალილუია, ალილუია, ალილუია!

 

3

 

ევას ელხინა, ეროდიასა ელდანი ეცა:

ვამე, ვიწვიო, ვერას ვიტყვიო, ვიხსნები ვერცა!

ალილუია, ალილუია, ალილუია!

 

4

 

ზრუნავს ზარგანხდით, ზარობს, ზუზია ზატიკობასა,

"ერნი ეტყოდენ ეროდიასა ეშმაკობასა!

ალილუია, ალილუია, ალილუია!

 

5

 

თამაშ-თულობით, თავის თხოვნით შენ, თავხედო, ბრიყო,

ირონო ირო, იონე, მოჰკალ, იმან ეს გიყო!

ალილუია, ალილუია, ალილუია!

 

6

 

კაპას-კახპობით, კაის კაცის კვლად, კადნიერებით,

ლექს-ღვინით მთვრალსა, ლხინად მჯდომარეს ლმობიერებით,

ალილუია, ალილუია, ალილუია!

 

7

 

მეფეს მოსთხოვე: "მოჰკვეთე თავი მართლის მეტყველსა".

ნუ გიკვირს, მის წილ ნაცვლად მიეცე ნავთთ ტბას, ცეცხლს მწველსა!

ალილუია, ალილუია, ალილუია!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ