კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 03:58

ორი მეგობარი მიდიოდა. წინ დათვი შეხვდათ. ერთი მაშინვე ხეზე ავიდა და იქ დაიმალა.

მეორე მარტო დარჩა. გაქცევა ვერ მოასწრო. მიწაზე დაეცა და თავი მოიმკვდარუნა, რადგან იფიქრა, რომ დათვი მკვდარს არაფერს დაუშავებდა.

დათვი მივიდა და ყური დაადო.

კაცმა სუნთქვა შეიკავა. დათვმა მართლაც თავი დაანება და წავიდა.

მეორე კაცი ხიდან ჩამოვიდა და ამხანაგს ჰკითხა:

- დათვი ყურში რას გეჩურჩულებოდა?

- მან მირჩია, ისეთ ადამიანს ნუღარ დაუმეგობრდები, რომელიც გასაჭირში მიგატოვებსო. - უპასუხა მან.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

შეიძლება დაგაინტერესოთ