კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 22 ივნისი 2026 00:53

 

 

 

იაპონური ჰოროსკოპი - ტახის წელი

 

ტახის წელში დაბადებული ადამიანები სიმამაცით და საკუთარი თავის კონკრეტული მიზნებისათვის შეწირვის უნარით გამოირჩევიან. ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებენ, მთელს ძალასა და ენერგიას აქსოვენ. არჩევენ მიზნისაკენ მიმავალ მხოლოდ პირდაპირ გზას და უკან არ იხევენ ხოლმე.

ისინი პატიოსნები და ვაჟკაცური ბუნებისანი არიან, სხვა ადამიანებს რთულად ეწყობიან, თუმცა მრავალრიცხოვანი მეგობრები ყავთ, მათი ერთგულები ცხოვრების ბოლომდე რჩებიან და არასოდეს ტოვებენ გაჭირვებაში.

სიტყვაძუნწობითა და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან, ბევრს კითხულობენ და კარგად არიან ინფორმირებულები. ხასიათი ფეთქებადები აქვთ, თუმცა არ უყვართ დავა და კინკლაობა. კეთილები და ყურადღებიანები არიან ახლობელი ადამიანებისა და უბრალოდ ნაცნობების მიმართ, თუმცა მათი ოჯახური საქმეები ყოველთვის კარგად არ ვითარდება ხოლმე.

ყოველთვის  ცდილობენ აღმოფხვრან კონფლიქტები და არ დაუშვან ხანგრძლივი უსიამოვნებები.

რა პრობლემის წინაშეც არ უნდა დადგნენ, ისინი არასოდეს ნებდებიან, თუმცა ხშირად მოქმედებენ მყისიერი აღტყინებით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen