ერთხელ მოხუცი, ძველი სამურაი, მოსწავლეებთან ორთაბრძოლის გაკვეთილებს ატარებდა, როცა მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელიც ცნობილი იყო თავისი უხეშობითა და სისასტიკით.
ახალგაზრდა მეომრის საყვარელი მეთოდი იყო პროვოკაცია: მას გამოჰყავდა მწყობრიდან მოწინააღმდეგე ათასგვარი შეურაცხყოფითა და დამცირებით.
გაცეცხლებული მოწინააღმდეგე ღებულობდა მის გამოწვევას, ხოლო შემდეგ, ბრაზისგან და შურისძიებისგან დაბრმავებული შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, რის გამოც ბრძოლიდან დამარცხებული გამოდიოდა ხოლმე.
ახალგაზრდა მეომარმა დაიწყო მოხუცი სამურაის შეურაცხყოფა: ესროდა მას ქვებს, აფურთხებდა და ლანძღავდა უკანასკნელი სიტყვებით.
მიუხედავად ამისა, ბრძენი მოხუცი არანაირ ყურადღებას არ აქცევდა მას და აღუშფოთებლად განაგრძობდა გაკვეთილს.
ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა მეომარი დაიქანცა და გაღიზიანებულმა დატოვა დარბაზი.
მოსწავლეებმა, გაოცებულმა იმით, რომ მოხუცმა წარბშეუხრელად გადაიტანა ამდენი შეურაცხყოფა, ჰკითხეს მას:
- ოსტატო, რატომ არ გამოიწვიეთ ის ბრძოლაში, ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?
ძველმა სამურაიმ უპასუხა:
- თუ თქვენთან ვინმე მოვა საჩუქრით, თქვენ კი არ მიიღებთ მას, ვის ეკუთვნის ის საჩუქარი?
- თავის ძველ მფლობელს - უპასუხეს მოსწავლეებმა.
- ჰოდა იგივე ეხება ცილისწამებას, ზიზღსა და შეურაცხყოფას. ვიდრე შენ არ მიიღებ მას, იგი ყოველთვის ეკუთვნის ძველ მფლობელს, ანუ მას, ვინც შეეცადა ეს ყველაფერი შენთვის „მოეძღვნა“...
