კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 23:24


ბენზინის, თუ დიზელის ძრავი? - ასეთი შეკითხვა ხშირად უჩნდება ავტომობილის შეძენის მსურველთა უმრავლესობას.

კონკრეტული პასუხის გაცემა ამ შეკითხვაზე საკმაოდ რთულია.

საჭიროა თავიდანვე  გათვალისწინებული იქნას ორივე ტიპის ძრავის განსაკუთრებული ფაქტორები და არჩევანიც მისი გათვალისწინებით გაკეთდეს.

 

დიზელი

 

დადებითი თვისებები

დიზელი თუ ბენზინი?დიზელის ძრავის უდავო პლიუსად  საწვავის მოხმარებაში მისი ეკონომიურობა მიიჩნევა, რაც დაკავშირებულია საწვავის შემცირებული რაოდენობით მოხმარებასთან.

ეს აიხსნება პირველ რიგში უფრო მაღალი მქკ -ით (მარგი ქმედების კოეფიციენტი), რაც მიიღწევა კუმშვის ხარისხის გაზრდით - 20 -22 ერთეულამდე, ბენზინის ძრავის 9-10 ერთეულთან შედარებით.

მეორეს მხრივ საწვავის დანახარჯის მნიშვნელოვან შემცირებას განაპირობებს მუშა ნაზავის ხარისხიანი რეგულირება. ეს ნიშნავს, რომ ცილინდრებში მიწოდებული ჰაერის რაოდენობა, არ არის დამოკიდებული არც  კოლენვალის ბრუნვის სიხშირეზე და

არც დატვირთვაზე, მისი რაოდენობა ყოველთვის მუდმივია და არ იცვლება. თუმცა დატვირთვაზე პირდაპირაა დამოკიდებული მიწოდებული საწვავის რაოდენობა. ამიტომ, დატვირთვის ზრდასთან ერთად იზრდება საწვავის ხარჯიც.

თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმალური დატვირთვის დროსაც კი, მიწოდებული საწვავის რაოდენობა 1,5-1,7 - ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ანალოგიური ბოცულობის ბენზინის ძრავის.

ანუ დიზელის  საწვავის მცირე რაოდენობით მოხმარება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე:

პირველი ფაქტორი - ეს არის კუმშვის მუდმივი ხარისხი და ის, რომ შეკუმშვის ტაქტის ბოლოს, ტემპერატურა და წნევა არ არის დამოკიდებული დატვირთვის დონეზე.

მეორე ფაქტორი - საწვავის უფრო მცირე მუშა ნაზავი, ბენზინის ძრავებთან შედარებით.

ორივე  ეს ფაქტორი უზრუნველყოფს საწვავის ეფექტურ წვას დიზელის ძრავებში.

ცნობილია, რომ სიმძლავრე და საწვავის ხარჯი ძირითადად დამოკიდებულია ჰაერმწმენდის წინააღმდეგობაზე, რომელიც მოქმედებს ცილინდრებში  ჰაერის რაოდენობაზე, საწვავის ხარისხიან ამოფრქვევაზე მფრქვევანების საშუალებით, ტუმბოთი მისი მიწოდების თვისებაზე და ა.შ.

დიზელის  კიდევ ერთი  შესანინავი თვისებაა ის, რომ მისი საწვავის მიწოდების სისტემა უფრო მდგრადია რეგულირების მიმართ, ვიდრე ბენზინის ძრავისა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, საჭიროა ჰაერისა და საწვავის გაწმენდის ხარისხზე ყურის დევნება, რათა არ მოხდეს ძრავის გადახურება, რადგან ეს უარყოფითად აისახება მფრქვევანების და დგუშების სისტემის მუშაობაზე.

დიზელის ძრავის უპირატესობად ითვლება, მისი მაღალი მუშაობის უნარი, ბენზინის ძრავებთან შედარებით. ეს შეიძლება აიხსნას დიზელის საწვავით, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით საპოხ მასალას წარმოადგენს, ასევე დგუშების ჯგუფით და ცილინდრების ბლოკით.

 

უარყოფითი თვისებები

 

ბენზინი თუ დიზელი?დიზელის ძრავს აქვს თავისი უარყოფითი თვისებებიც, რომელთაგან ძირითადია: სოლიდური მასა, სიმძლავრის შემცირებული ლიტრაჟობა და მაღალი ხმაურის დონე (რომელიც გამოწვეულია წვის პროცესის მაღალი წნევით) აგრეთვე ძრავის გაშვების სირთულე ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს. ძრავის გაშვება  რთულდება 100 000 კმ - ის გავლის შემდეგაც.

ძრავის ცილინდრებისა და დგუშების ცვეთისა და მცირე ბრუნვათა რიცხვის დროს ადგილი აქვს  შეკუმშული ჰაერის შეჭრას კარტერში, რის გამოც არ ხდება საწვავის ნაზავის წვისთვის აუცილებელი  ტემპერატურისა და წნევის უზრუნველყოფა.

გამოცდილება აჩვენებს, რომ ცვლილებები ძრავის ცილინდრების-დგუშების ჯგუფში და საწვავის აპარატურაში, პრაქტიკულად არ ზრდის დიზელის საწვავის ხარჯს და არ ამცირებს ძრავის სიმძლავრეს.

ძრავის სერვისის მიზეზი ძირითადად ხდება ზეთის საკმაოდ დიდი ხარჯი. ზედმეტი ზეთის წვა შესამჩნევია ცისფერი ბოლით, და ამ დროს აუცილებელია მისი მარაგი აუცილებლად შეივსოს ხოლმე.

არსებობს ელემენტალური მოწყობილობები, რომელიც ძრავის სწრაფი გაშვების საშუალებას იძლევა ძალიან დაბალ, მინუსოვან ტემპერატურაზეც კი, მას აყენებენ გამშვებ კოლექტორზე.

ხოლო თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ისეთი მოწყობილობებით, რომელშიც დიზელის ძრავის ყველა უარყოფითი თვისება მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

ბენზინი

 

ბენზინიბენზინის ძრავს, რომელიც ძირითადად მსუბუქ ავტომობილებში გამოიყენება, კოლენვალი (მუხლა ლილვის) ბრუნვის მაღალი სიხშირე და  დიდი მუშა მოცულობა გააჩნია.

ამის გამო  ვიბრაცია და ხმაურის დონე  ბენზინის ძრავებში უფრო დაბალია.

ბენზინის ძრავში მუშა ნაზავი რეგულირდება რაოდენობრივად, რაც ზომიერ სიმძლავრეზე იძლევა კუმშვის დაბალ ხარისხს, ეს კი წვის დაბალ ეფექტურობას - შესაბამისად კი არაეფექტურ გაფართოებას იწვევს, შედეგად, ჯამში, საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება. 

 

დიზელისა და ბენზინის ძრავების შედარება

 

დიზელისა და ბენზინის ძრავების შედარებაერთი და იმავე სიმძლავრის დიზელისა და ბენზინის ძრავიან ავტომობილებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა შემდეგი შედეგები:

თუ ნომინალურ სიმძლავრეზე ბენზინის ძრავიანი ავტომობილის სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი 20% - ით დაბალია დიზელის ძრავიანი ავტომობილის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ცალკეულ რეჟიმებზე ეს მაჩვენებელი აღწევს 40% -ზე მეტს.

დიზელის ძრავიან ავტომობილში, საწვავის ხარჯი 100 კმ - ზე იკლებს 25%-ით ქალაქის პირობებში, ხოლო 50% -ით ავტომაგისტრალებზე.

დღესდღეობით, ბენზინის ძრავიან ავტომობილებში, ტოქსიკურობის შესამცირებლად, ტარდება სხვადასხვა  ექსპერიმენტები და სხვადასხვა მეთოდებით აღწევენ კიდეც ამას.

მიუხედავად ამისა, ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები თვლიან, რომ საწვავის მოხმარების სიმცირისა და გარემოს დაცვის მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით, დიზელის ძრავიანი ავტომობილების პერსპექტივა იყო და რჩება გაცილებით მაღალი.

 

იხილეთ: ყველაფერი ბენზინის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ