კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 10 მაისი 2026 12:13
Advertisement

 

მევენახეობას ავსტრიაში ჯერ კიდევ რომის იმპერიის ხანაში დაედო საფუძველი. ვენახები ძირითადად განლაგებულია ბურგენლენდსა და ავსტრიის დაბლობ რაიონებში. აქ დამზადებული ღვინოები ძირითადად ქვეყნის შიგნით გამოიყენება.

ვაზის ჯიშები შემოაქვთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან და საფრანგეთიდან. საუკეთესო ავსტრიულ ღვინოებს ძირითადად ჰუმპოლსკირეინისა და ვახაუს მეურნეობები აწარმოებენ.

მაღალი ხარისხით გამოირჩევიან შემდეგი ყურძნის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოები: “ვოლტრინერი”, “ველშრისლინგი”, “გევიურცტრამინერი”, “მიულერ ტურგაუ”, “როდგიპლური”, “პინო” (თეთრი და შავი).

ვენახების მთლიანი ფართობი ავსტრიაში 54 ათას ჰა-ს აღემატება, იწარმოება 1,1 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო წელიწადში. სასუფრე ვაზის ჯიშები “ლინიან გელბე”, “ზაიდენტრაქბე”, “ლინიან თეთრი” (“ზაიდენტრაქბე”), “მადლოენა”, “საბას მარგალიტი”, “შასლა” და სხვა აქ შედარებით ნაკლები რაოდენობითაა განაშენიანებული და გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის.

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen