ტროპარი, ხმა 4. შენ მხოლოდ ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა (მჴევალსა) შენსა (სახელი) ზედა და იჴსენ სნეულებათაგან, ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან; და აღადგინენ მაქებელად შენდა და მადიდებელად სამარადისოდ , მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
კონდაკი, ხმა 2. სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოჲთა წყლულებითა მოწყლულსა, ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტჳრთული, ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას მოხედენ და განკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა, და სნეულებათა ნათესავისა ჩუენისათა მტჳრთველი და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.
ლოცვა:
მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ჴორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აამაღლებ, რომელი ჰსწყლავ და კუალად განჰკურნავ, ძმასა ამას ჩუენსა სნეულსა ზედა მოხედენ მოწყალებითა შენითა, მოყავ მარჯუენაჲ შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა.
განკურნე მონაჲ (მჴევალი) ესე შენი (სახელი) და აღადგინე ესე ცხედრისაგან სნეულებისა მისისა, და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა, და განაშორე ამისგან ყოველივე წყლულებაჲ და ყოველივე სალმობაჲ, ყოველივე გუემაჲ და ყოველივე მჴურვალებაჲ, გინა ცხრო და რაოდენი რაჲ არს ამის თანა ბრალი, გინა უსჯულოებაჲ მიუტევენ, ულხინენ, შეუნდვენ კაცთ-მოყუარებისა შენისათჳის.
ჵ, უფალო, შეიწყალენ დაბადებული ესე შენი ქრისტე იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდებაჲ თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.