კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 10 მაისი 2026 07:10
Advertisement

როგორ აღვიდგინოთ უსწრაფესად დაკარგული ხმა

მარტივი და ეფექტური მეთოდები:

შეათბეთ 50 გრ კონიაკი, დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი თაფლი და 3–4 წვეთი ლიმნის წვენი, მიირთვით ნელა, ყლუპებით და ხმა ძალიან მალე დაგიბრუნდებათ.

დღისით მიიღეთ ასკორბინის მჟავა, თითო გრამი – საკვებთან ერთად 3ჯერ დღეში. ცხელ ჩაისთან და კონიაკთან ერთად არ შეიძლება.

თუ ხმა გაციების გამო დაგეკარგათ, 1 თავ, კუბიკებად დაჭრილ ხახვს 1 ჭიქა მდუღარე რძე დაასხით, ცოტა ხნით გააჩერეთ გაწურეთ და ცხლადვე მიირთვით.

ინჰალაცია - წყალში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სოდა, 1 წვეთი იოდი ან 1 ევკალიპტის ფოთოლი, თავზე დაიხურეთ პირსახოცი და 20 წუთი ისუნთქეთ პირითა და ცხვირით. პროცედურის შემდეგ არ ისაუბროთ. გახსოვდეთ, რომ ჩურჩულით საუბარიც კი საზიანოა, რადგან ამ დროს იოგებს მეტი ძალაც კი ადგება.

ღია ფერის უბრალო ლუდი, ყოველგვარი დანამატების გარეშე (ქერის ალაო, წყალი, სვია) გააცხელეთ თითქმის ადუღებამდე და მიიღეთ მცირე ყლუპებით (150–200 გრ). სასურველია ორჯერ, დაძინებამდე.

ძილის წინ მიიღეთ ერთი კვრცხის გოგლი-მოგლი და 25 გრამი კონიაკი რიგრიგობით. ჯერ კონიაკი, შემდეგ გოგლი-მოგლი.

დაწოლისას თხელი ანგორას ან შალის ყელსახვევი გაიკეთეთ და წინდები ჩაცვით. დილამდე ხმა არ ამოიღოთ. ლოცვაც კი გულში წაიკითხეთ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen