კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:14
Advertisement

 

 

 

მაგრამ ეს რაა?.. „წაწყმდი თუ არა”!

ეს ვინ ჩასძახის ნიშნ-გებით ყურში!

„დაგძლიე თუ არ!..” ეს ვინ გაჰკივის

გახარებული იმის მკვდარ გულში!

ეს რა ჰხარხარებს! ეს რა დასცინის!

ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა!

მართლა ეგრეა, თუ ყველა ესე

მხოლოდ ცდომაა ყურთა სმენისა!..

და შიშით, ზარით გარს მოიხედა...

კვლავ არვინ იყო... ქალს კვლავ ეძინა...

იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით

პირქვე დაემხო ღვთის-მშობლის წინა.

მით რა ეშველა?... იგივ ქენჯნაა,

იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!

რად არ დადგება, რად არა სცხრება

იგი ნიშნ-გების წყეულთ ხარხარი!

სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,

გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...

ნუთუ ღვთის-მშობლის საფარველ-ქვეშეც

წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen