კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 10 მაისი 2026 16:32
Advertisement

ნაცვალგება - ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპია, რომელმაც ასახვა ჰპოვა დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის ნორმებში.

ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა, უშუალოდ აფიქსირებს, რომ დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტები, სხვა ქვეყნების დიპლომატიურ ან საკონსულოს წარმომადგენლებს ენიჭებათ ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.

დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის ნორმების დაცვაში ნაცვალგების პრინციპის უგულვებელყოფა, შესაძლოა განხილული იქნას როგორც არამეგობრული ქმედება, რასაც საპასუხო ნაბიჯები შეიძლება მოყვეს.

ორმხრივ ურთიერთობებში, ნაცვალგების საფუძველზე, შესაძლოა მიღებული იქნეს ურთიერთობის შეზღუდვის გადაწყვეტილებებიც - ცნობილია ნაცვალგების შემთხვევები, როცა ორივე მხარის მიერ დიპლომატიური მისიების მიმართ წაყენებული იქნა ბრალდებები და ისინი გამოცხადებული იქნენ, როგორც  პერსონა ნონ გრატა, რის გამოც მიემართათ წინადადებით, დაეტოვებინათ მიმღები ქვეყანა.

ჩვეულებრივ, ასეთი ნაბიჯები კრიზისს და  ორმხრივი ურთიერთობების გამწვავებას იწვევს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen