კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:15

 

 

 

ხმა მომესმა, შვილო, კართან გუშინა,

შენ მეგონე გულმა ცემას უშინა,

წამოვვარდი, მეუცხოა არ იყავ

და საგულემ გული ცივად გარიყა.

შენი პაწა სიდონია, გნოლია,

მეკითხება შენზე ყველას უმალა,

„მალე მოვა“- ვეუბნები ხმადაბლა

ის კი მატყობს რომ ცრემლებსა ვუმალავ.

უცხო ჩიტი მოფრინდება, გნოლია

მოჟღურტულობს რაღაც ამბავს უგნებად,

სანუკვარი მაიმედევს, მგონია,

ხოლო გული მაინც სხვას მეუბნება.

ეგებ, გცივა შვილო უცხო მხარეში,

ყინვებია თურმე მანდ ნამეტნავი,

რომ ვიცოდე, თუა კიდევ ნეტავი

ცხრათვალა მზე საქართველოს გარეშე.

ან თუ გდიხარ შვილო სადმე ვრდომილი

დამტეხია შავად თავს უბედობა,

ვინ ვიგულვო შენი კეთილმყოფელი,

რომ ბუნებით გაგიწიოს დედობა.

გადმოგისვას ნაზი ხელი ყვრილმალთან,

მოგასხუროს სხივი ნატვრის-თვალისა,

ირემივით მხრებში რომ გაიმართო

და მზეს შეხვდა ამომავალს ხალისად.

რა ვქნა შვილო! არ არის მევომური,

არ ყვედრიდეს ეხლა ბედის-წერასა,

ნაღველითაა სავსე ყველგან გიშერი,

რომ აკლია ვაჟი მყუდრო კერასა.

ცრემლის დენით დაშრეტილი დედები,

ვეფინებით თმა-გაშლილი ტყე-ველთა,

საქართველოს მიწის საკურთხეველთან

მოგვაქვს ურვა ძუძუდამშრალ მკერდებით.

ვედრებაში დათუთქულა გულები,

ისხმებიან ერთი გულის ცემადა,

ქართველ დედის ხელით დანერგულები,

ზორვით ვაგრძობთ წმინდა გადმოცემასა.

დედაღვთისა იყოს ამის მოწმედა

ხართ გამძლენი ვით ულპობი ურთხველა

გადაეცი, შვილო თანამოძმეთა

თქვენთან მოდის ჩვენი ლოცვა-კურთხევა.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ