კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:37
Advertisement

 

 

 

მძინარე ბავშვი ჩავკეტე სახლში,

სამუშაოზე გამოველ დედა,

ის გაიღვიძებს და ბევრს იტირებს,

ჩამოვარდება, დამახინჯდება.

მძინარე ბავშვი ჩავკეტე სახლში,

წაუსვლელობა არ მოხერხდება,

მე იმა დედას შევნატრი ახლა,

ვისაც თაროზე პური ექნება.

შინ როდის უნდა შემოტრიალდე,

ცრემლი მერევა, გავრბივარ, ვმღერი

ახლა ვიცინი…და ესღა მაკლდა

ნუთუ დამიდგა სიგიჟის ჯერი!

შინ მალე უნდა შემოვტრიალდე,

სამუშაოდან - დავტოვე ბავშვი,

ფიქრმა დამღალა თუ მუშაობამ

აზრები აღარ ირკვევა თავში.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ბაბილინა ხოსიტაშვილი  • • •   ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen