კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 დეკემბერი 2025 00:33

 

 

 

მეომრის დედავ, ვაჟით ქებულო,

შენს სახლს დღეს შენი თვალი ანათებს

საქმით გართული ხშირად ღებულობ

ომში წასული შვილის ბარათებს.

გამხნევებს მისი ხმა და სახელი,

სძლევ ვაჟკაცურად დღეთა სიმძიმეს.

ბევრის განმცდელი, ბევრის მნახველი

ღამით ყოველთვის გვიან იძინებ.

ძილში შვილს ხედავ: თითქოს შინ არის,

თითქოს შეჰხარის თავის ნამყენებს,

დადის ეზოში პირმომცინარი

და გაზაფხულის სუნთქვა ამღერებს.

თითქოს შენი ხმით მიწა ეძახის

თითქოს შენი ხმით მიწა ხმიანობს,

ხელგამოწვდილი ხვდება ვენახი,

ვაჟიც ხელს უწვდის და საქმიანობს...

გაგეღვიძება, შვილი არსად სჩანს,

ირგვლივ ლამაზი სიზმრის სხივია,

გარეთ ძაღლი წევს ეზოს დარაჯად

და შორს მამლები გზნებით ყივიან.

გული დაგწყდება... მარტო დარჩენილს

დაგრჩება სიზმრის სხივი იმედად.

რიჟრაჟი, ცაში ხანძრის გამჩენი,

მალე სარკმლებში შემოიხედავს.

დილით აგყვება ერთი სურვილი,

შენი აზრის და გულის თვისება:

შერჩეს შვილს მუდამ მტრის სიძულვილი,

მტრის არდანდობა ჰქონდეს ღირსებად.

იყოს დღეგრძელი მშობლის ლამპარი,

მარჯვედ მტრის მკერდზე ლახვრის მსობელი,

ნუ დაადარდებს დედა, სახლ-კარი, -

არ გაუჭირვებს იმათ სოფელი.

შეიძლება დაგაინტერესოთ