კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 22:00
Advertisement

 

 

 

მოველ, ალერსი რომ კვლავ მეგემა,

შენი ღიმილით დამხვდა ზაფხული,

ძველი ოცნება შემომეგება

შენს ღრმა თვალებში შემონახული.


ალბათ იგონებ, თუ წლების იქით,

როგორ გამზარდეთ შენ და თბილისმა

და ცრემლნარევი ოცნებით გიკვირს 

დავაჟკაცება შენი შვილისა.


დედა, რა მალე გავიდა წლები,

შენ თმაზე თოვლი გადაგეყარა.

მახსოვს, ხელებით ამიტაცებდი,

რომ დამენახა შენით ქვეყანა.


მაჩვენე მიწა უხვი ფერითა,

მიწა მხიბლავდა ფეროვანებით...

ქვეყანას ვჭვრეტდი შენი ხელიდან,

ქვეყანას ვჭვრეტდი შენი თვალებით.


მე რაღაც დიადს ვგრძნობდი მაშინვე,

მერმე გავაღე ქვეყნის კარები:

სულ სხვა სიცოცხლე აღმოვაჩინე,

მოდი, შეხედე ჩემი თვალებით.


განთიადივით ნათელო დედა,

წლებს ეღიმებათ დათოვლილ თმაში.

ვხედავ, უთვალავ ვარსკვლავსა ვხედავ

შენს ღრმა თვალებში, როგორც ორ ტბაში.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen