კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:54
Advertisement

 

 

 

ვერ ვისწავლე ჭკუა, დედა,

გზას ვუთმობდი ხშირად შტერებს,

თავზე ისე დამათენდა,

ჩემი ლექსი ვერ ვიმღერე.


ვერ ვისწავლე ჭკუა, დედა,

ყველა მე მრაცხს გიჟად, ხელად 

ადრე ბევრი მატყუებდა,

ახლაც მე მატყუებს ყველა.


ვერ ვისწავლე ჭკუა კიდევ,

სულ სხვა იყო თურმე ის დრო, -

ვინც მეზობლად მოვიკიდე,

მერე სწორედ იმან მიმტრო.


ვერ ვისწავლე ჭკუა დღემდე,

ვერ ვუწოდე ავკაცს ავი,-

ვისაც ძმაკაცურად ვენდე,

ძმაკაცურად მომჭრა თავი,


ვერ ვისწავლე ჭკუა, დედა,

სანანებლად დამრჩა მერე,

სხვებს რომ ვუჯერებდი ქვეყნად

და შენ რომ არ დაგიჯერე...

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen