კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 21:16
Advertisement

 

 

 

წყაროს წკრიალი რომ მესმის,

გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი,

ეს დედაჩემის ხმა არის

და დედაჩემის სიცილი!


მაღლობზე ტყე რომ შრიალებს

მთას მიქარგული არშიად,

დედას, საყვარელ დედილოს

თითქოს თმა ქარში გაშლია!


მთების მხურვალე კალთებიც

დედის კალთაა ნამდვილად,

მთაზე რომ თეთრი ნისლია,

დედამ უბოძა მანდილად!


ასეა ჩემი სამშობლო

მიწის ყოველი მტკაველი,

დედის მკერდივით თბილია,

ტკბილია ჩემი მთა-ველი!

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ალეკო შენგელია  • • •   ალეკო შენგელიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ "Share"
აირჩიეთ "Add to Home Screen"