კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:34

 

 

 

ძალიან ხშირად ამ სიზმარს ვხედავ -

მივსდევ პეპლებს და ჰა, ჰა - დავიჭერ

და ხმა სახლიდან - მეძახის დედა:

- შემოხისფეხდი, სახლში, სამიწევ…

მერე, მზე თავის ტკბილ ჩრდილში

მახვევს

მერე, სიზმარსაც ეცლება ძალა,

განსხეულებას დაიწყებს სახლიც

და დედაჩემის ფერმკრთალი

ლანდიც

მთებს გადაუვლის მსუბუქ ღიმილად

და შეაჭკნება სახეს ნიღაბი -

როგორც ველს მწვანეს თეთრი

გვირილა.

მე ახლა დედის ღიმილით ვთბები,

ქარი ჩემს სხეულს ამ ღიმილს

ახვევს,

ნისლია დედის ჭაღარა თმები,

გვირგვინი ჩემი გაჭვარტლულ

სახლის.

სრულდება ჩემი სიზმრება ყოფნაც,

სამყაროს ჭვრეტაც ბავშვის

თვალებით,

მზედ აენთება ჩემს წუთისოფელს

თარიღი ჩემი გარდაცვალების.

დღეს კი, ჯერ ისევ სიზმრებსა ვხედავ,

მივსდევ პეპლებს და ჰა, ჰა - დავიჭერ

და ხმა სახლიდან - მეძახის დედა:

- წამოხისფეხდი, სახლში, სამიწევ…

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ