კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:04
Advertisement

 

 

 

წვიმის წვეთებს რომ ჩამოჰყევი ამ დილის ცრემლით,

მაინც მზის სხივით მაწერინებ, ძვირფასო, სათქმელს,

ნიავივით რომ გზას მიკვალავ, ხომ ვიცი, დედი,

და ძველებურად აკვნისფერი რიჟრაჟით მარწევ...


ზღვის მშვიდ ტალღებში მეგულები, ნათელო, დღესაც... 

იღიმები და ვით ჩემს მოძღვნილ გვირილის ფურცლებს,

წყლის თეთრ მაქმანებს, იფერებ და ჩაუმქრალ სევდას,

მიტოვებული ნაპირისას, ფერმკთალი, უცქერ...


ვით შევეგუე "შეგუებას, მე, უშენობის...

და სარეცელზე, ცარიელის, ცივ მდუმარებას,

დედამიწაც კი დაიშანთა ძეთუღმერთობით,

ლამის ცოდვები აღიარონ თვით ცრუ ვარდებმაც...


და მომიტევე ყველაფერი, გთხოვ, მაპატიე...

თუ ვერ შევძელი შენი ზამთრის კვლავ გათენება,

რომ გაზაფხული ვერ ვიხსენი ავი მარტისგან,

წუთისოფლის ხე, რომ დანაცრდა, წამგაელვებად...


ზღვის მშვიდ ტალღებში მეგულები, ნათელო, დღესაც

და შორს ღიმილით სეფექალობ ლურჯ დედოფალთან...

ხელს რომ ვერ გიწვდი და ვერ გშველი, დედილო, ნეტავ,

თუ მაპატიებ... "შეგუებას... უშენობასთან?..

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen