კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 07:48
Advertisement

 

 

 

შორს, სოფლის გაღმა ჩამავალი მზით დაფერილი,

სერი-მესერით დასერილი, დამრეცფერდება -

ჭრელი ფარდაგი, თანდათან რომ ბინდისფერდება

ეზოში მდგარი ხის ტოტზეა გადაფენილი.

დღე-ღამის მიჯნა, შუქ-ჩრდილების ცვალება მკვეთრი,

მწუხრი, მომგვრელისევდიანი, დამღლელი ფიქრის:

- ნუთუ ღამდება, ეს ოხერი, დრო როგორ მიჰქრის...

ბაბუაწვერას დაჰფარფატებს პეპელა თეთრი.

ორღობის მიღმა, კიპარისებს ნიავი არხევს,

ბალახში გორავს დაბურდული გორგალი ბედის,

დაღლილი დედა თითისტარზე სიჩუმეს ახვევს,

რაოდენ მრავლისმეტყველია სიჩუმე დედის!..

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მამუკა სალუქვაძე  • • •   მამუკა სალუქვაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen