კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 23:25
Advertisement

 

 

 

თუმცა იღბალი იმგვარად მთარსავს,

ბევრჯერ ჩამატყდა ხელში ჭინჭილა,

ნუ გეშინია, არ წავალ არსად,

ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.

შენ ჩემს სუყველა იარას შველი,

არა ტკივილი არ გეურჩება

და ვგრძნობ, რომ შენი პატარა ხელით

თვითონ სიცოცხლე მებღაუჭება.

ახლა ამ ზეცას მლოცველის მსგავსად

შევყურებ რწმენით, განა - იჭვითა...

ნუ გეშინია, არ წავალ არსად,

ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.


ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen