კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:52
Advertisement

 

 

 

ღრუბელს შევეყურებთ ფერადსა,

ქარმა რომ არივ-დარია,

- მგელსა ჰგავს...

- არა, გენაცვა,

ვახტანგ გორგასლის ფარია.


რაშებს გაუბამთ მარულა,

ჰორიზონტს გააქვს დგანდგარი

- ოჰო, დიდგორზე დაძრულა

აღმაშენებლის ლაშქარი.


"ხმალ ელვას უგავთ ცისასა“

ვაჟებს, ამართული ცხენებზე,

ვაი, დედასა მტრისასა!

დღეს შავად გაუთენებენ.


შეკრეს კამარა მხედართა

ნისლებში, იისფერაში,

დღე იწმინდება -

მზე დაჩნდა

მეფე თამარის მზერაში.


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen