კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 22:13
Advertisement

 

 

 

ციდან ილიას ძახილი ისმის 

(ქვეყანას სიტყვას ცრემლივით აღვრის): 

საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, 

გაწყვეტილია საერთო ძარღვი.

სტყუი, ქართველო, დღისით და მზისით, 

მამულის ძუძუს ვერა გრძნობს ბალღი, 

საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, 

გაწყვეტილია საერთო ძარღვი.

ძმამ მოძმე თვისი დაჰკიდა კისრით, 

შვილმა გააგდო მამა, ვით ძაღლი,

საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, 

გაწყვეტილია საერთო ძარღვი.

გავხდით არჩივი მოწამლულ ისრის, 

ჩაინგრა ტაძრის სვეტი და თაღი, 

საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, 

გაწყვეტილია საერთო ძარღვი.

ციდან ილიას ძახილი ისმის: 

(ქვეყანას სიტყვას ცრემლივით აღვრის): 

საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, 

გაწყვეტილია საერთო ძარღვი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen