კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 15 მაისი 2026 15:08
Advertisement

 

 

 

ფაშიზმთან ომის დროს პოლონეთში დაღუპულ 15 წლის ირინე სხირტლაძეს

 

მართლა მჯიღისხელა თუ ხარ,

შენი მჯიღის ჭირიმე,

რად არ წუხხარ,

რად არ წუხხარ,

რად არ წუხხარ ირინეს.

მიწა დასწვეს იმის ცოდვით,

ზეცა გაახირიმეს,

ვინ იცნობდით,

ვინ იცნობდით,

ვინ იცნობდით ირინეს.

გამოცხვება კვერი ობლის,

გაუყუჩებთ ტკივილებს,

ოღონდაც თქვით,

ვინ იცნობდით,

ვინ იცნობდით ირინეს.

მხოლოდ ცეცხლში,

მხოლოდ ცეცხლში,

ცეცხლში გამოიცადა,

პოლონეთში, პოლონეთშიც

საქართველოს იცავდა.

აჯანყდა და მტერი ხოცა,

ბინად ჰქონდა სანგარი,

საქართველოვ,

შენ ვინ მოგცა

შვილი დასაკარგავი...

პოვონსკაში თეთრი გორა

მოუჩითავთ გვირილებს,

ირინოლა, ირინოლა,

ირინოლა, ირინე.

აჯანყდა და მტერი ხოცა,

ბინად ჰქონდა სანგარი,

საქართველოვ,

შენ ვინ მოგცა,

შვილი დასაკარგავი...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen