ნოდარ ჯალაღონია - ლიტერატურული რემინსცენცია
„ვინცა იყოს უარესი,
თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს“
შოთა რუსთაველი

|
სააფხაზეთო ტკივილით
და სამაჩაბლოს დარდით,
ასე მგონია სამშობლო
დღეს თავშიშველი დადის.
მაგრამ გაივლის ეს წლები,
მტრობის, ღალატის, ბრძოლის,
დრო ისევ მოვა, მამულო,
ცაში ქუდების სროლის.
|