კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 04:16
Advertisement

 

 

 

ირიჟრაჟებს… დღე მოიწევს კრიალა, -

ტოროლა ცას შეასკება… იალა!..

ჩირგვიანა,

ჩიტიანა,

ხიანა,

ფოთლიანა,

ღელიანა,

ტყიანა, -

დედამიწა ხარობს ყველაფრიანა!

ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ კი არა! -

გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად! -

მიწიანა,

კაციანა,

ციანა, -

საქართველოს მოთმინების ფიალას!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen