კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:57

 

 

 

გველამაზება სამშობლო,

მისით გული გვაქვს დამტკბარი,

”გვაქვს უთვალავი ფერითა”

აყვავებული ბაღნარი.


შენ, - საქართველოს სიტურფევ,

მზესავით ამომავალო.

შენის მადლით და იმედით

გინდაც ხმელეთზე გავალო!


მზეში ჩაძირულ

ცა-ფირუზს

უკვდავი სხივი ნთებია, -

მონაბუქარი მზექარი, -

თავისუფლების ფრთებია!


შეხედე, მთებზე სწერია:

არ გადვიტაროთ მტერია!

ბევრი გვყოლია მტარვალი,

სამშობლო აუმტვერია!


მაგრამ ვიბრძოდით, ვიღწვოდით,

მკლავით, გულით და გონებით:

”მიღწვიან, მომიგონებენ,

დამლოცვენ, მოვეგონები!”


ასე ყოფილა ძველათვე,

ასე ვყოფილვართ ჩვევადი, -

ჩვენამდი,

ჩვენს გაჩენამდი,

სულთადგმა - თვალისჩენამდი!


შენ, - საქართველოს სიტურფევ,

მზესავით ამომავალო,

შენის მადლით და იმედით

გინდაც ხმელეთზე გავალო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ