კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:58
Advertisement

 

 

 

მცირე ხარ და უსაზღვრო ხარ

ვარსკვლავივით ამობრწყინდი.

მიხარია ქვეყნად რომ ხარ, 

რომ არასდროს არ მომწყინდი.


მიხარია, რომ გადავრჩით,

რამდენ ტანჯვას გამოვცილდით,

შენი სულის მონა გავხდით,

ცოცხალნიც და დახოცილნიც.


რომ გიჭირდა შენთან ვიყავ,

თავზე გადექ, არ მოგცილდი

რომელ ქალზეც მითხარ სიტყვა,

მეც იმ ქალზე დავქორწინდი.


შენი ხელით მოწვდილ შხამსაც,

სიხარულით გამოვცლიდი

ძველის წასვლას გაუმარჯოს

ახლის კალთას დავკოცნიდი.


მე შენს სახელს სანათელოს,

მეცხრე ცაზე გავსტყორცნიდი

გადღეგრძელებ საქართველო,

კიდევ უფრო აღორძინდი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen