კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:55
Advertisement

 

 

 

გმსახურებ შენ და

სულიწმინდის მშვენიერ მუზებს,

ვერავინ მკადრებს -

ამ მთა-ველის ღირსი არ ხარო.

თუ დავცემულვარ,

მხოლოდ შენს წინ დავმდგარვარ მუხლზე

და თავი ახლაც

შენს კალთასთან მინდა დავხარო.


მეჯლისობობს ქარი,

მკლავს შემოხვევს ალვებს, გრაციებს

ხვალ რომ ვერ ვნახავ,

იმ ვარდსა და სოსანზე ვნაღვლობ...

როცა მოვკვდები,

ამ მწვერვალთა თოვლად მაქციე,

შენ რომ გიმზერდე

და ცასთანაც რომ ვიყო ახლო.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen