მიყვარხარ, ჩემო სამშობლოვ,
გეტრფი და გენაცვალები,
შენი სურვილიც ვატარო,
სანამ ლეშს ჰზიდნენ ძვალები.
ცოცხალი შენი შვილი ვარ,
მკვდარიც შენ მოგებარები,
წყეული ვიყო, ვტყუოდე
დამეხშოს ქვეყნის კარები.