კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:54
Advertisement

 

 

 

ზედ მცხეთასთან, ქრისტეღმერთის კვართით

მხვდება მზისგან დაჭორფლილი ქართლი.

ცრემლში ვხედავ და ღიმილში ვხედავ

ქართვლის დედას, ქრისტეღმერთის დედას.


ღვთისმშობელო, ფრთებს შლის შენი მართვე, -

ვენაცვალე უპირველეს ქართველს!

ზედ მცხეთასთან, ქრისტეღმერთის კვართით

მხვდება ჯვარზე განფენილი ქართლი.


დარდი მნაცრავს, მეც არ ვიცი, რა ვთქვი,

რწმენის მარცვლად ხნულში მმარხავს ქართლი.

ერთი სიტყვით, სიცოცხლეა ქართლი, -

ქართლში სიკვდილს უკვდავებად ჩავთვლი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen