კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:17
Advertisement

 

 

 

ქვეყნად სად არ ვიარე,

რა გზები არ ვნახე...

აფრიკის მზე ბრიალა

მიბუგავდა სახეს,


ქარი მცემდა არჯალი,

ბნელ ქვაბთა თუ ხევთა

თუ მთა კილიმანჯარო

თეთრ ღრუბლებში მხვევდა.


მენთო ჩინთა ზღვისპირად

შუქი ღიღილოთა

თუ ზამბიის ზიზილა

ველი მიღიმოდა,


ნიაგარა მიტევდა

და მეკვროდა სუნთქვა

თუ მუნჯ პირამიდებთან

გულს გუგუნი სურდა,


ტყე ვენისა ხალისით

შუქს მაფრქვევდა ლურჯად

თუ მიხმობდა პარიზის

ვნებიანი ქუჩა...


ტბა ფლამინგოს ალმასი

ფრთებით დაფარული

თუ ნილოსის ნანაში

მორეული რული,


გზა თეთრად მოშრიალე,

ცა - მზით მოჩახჩახე...

მართლაც სად არ ვიარე,

მართლაც რა არ ვნახე,


მაგრამ ვერსად ვერ ვპოვე,

თქვენზე საოცნებო,

საქართველოს ველებო,

საქართველოს მთებო!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen